რუსთავში, 5 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო. შემთხვევა მე-15 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე "სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული ჯგუფი.
მცირეწლოვანი კონტაქტური იყო, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"