არჩილ თალაკვაძე - მაღალი ალბათობით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით

მაღალი ალბათობით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თუ კენჭისყრის მათემატიკას შევხედავთ და არა პოლიტიკურ მხარეს, მათემატიკურად „ქართული ოცნება“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ამ ცვლილებების მიღებას პირველ მოსმენაზეც თავისუფლად ახერხებდა.

„დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე მეორე მოსმენით გამოდის, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვირაში უკვე მესამე მოსმენა იქნება და ამით პრაქტიკულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული განხილვა პარლამენტში დასრულდება. ჩვენ რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ და ეს ეუთო/ოდირის თანახმად საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უმრავლესობის 92 წევრს, ასევე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გარდა „ევროპული საქართველოსი“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, დადასტურებული აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა განცხადებაც პირველი კენჭსყრის შემდეგ გავაკეთე. რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც მრავალპარტიული მხარდაჭერით მივიღეთ პირველ მოსმენაზე ეს ცვლილებები. ეს კარგი იყო არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესისთვის, არამედ - მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, იმ პარტიებისთვისაც, ვინც ამ ცვლილებებს ხმა მისცა. თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ კენჭისყრის მათემატიკას დ არა პოლიტიკურ მხარეს, მათემატიკურად „ქართული ოცნება“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ამ ცვლილებების მიღებას პირველ მოსმენაზე თავისუფლად ახერხებდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: მაღალი ალბათობით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო