ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 84-მდე გაიზარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული პირი რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 50 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს