გიგა ბოკერია - თუ რომელიმე ერთი კომპონენტი ვერ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა, ეს მას დაღუპავს ბოლომდე

გვაქვს იმედი, რომ მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს თავისივე ხმებით და რურუასაც გამოუშვებენ. თუ რომელიმე ერთი კომპონენტი ვერ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა, ეს მას დაღუპავს ბოლომდე, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს, ქვეყანას ურჩევნია ნორმალური ატმოსფერო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ეს სრულად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა იქნება და „ევროპულმა საქართველომ“ მათ ამ პროცესის ნორმალიზებისთვის „ყველა შანსი მისცა“.

„საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ეს მათი პასუხისმგებლობაა მთლიანად, უნდა გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი რურუა და მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები. მივეცით შანსი, რომ არც თავი დაეღუპათ და არც ზიანი არ მიეყენებინათ. ვნახოთ, რას იზამენ თვითონ, ჩვენგან რა შანსის მიცემაც შეიძლებოდა ამ პროცესის ნორმალიზებისთვის, იყო მიცემული და ახლა მათი პასუხისმგებლობაა როგორ მოიქცევიან. ლაპარაკი არ არის მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ლაპარაკია თამაშის წესებზე. თუ ხელისუფალი აცხადებს, რომ ფეხებზე მკიდია მთელი საზოგადოება, ეს არის სულ სხვა კლიმატი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მეგობრებისთვის. გვაქვს იმედი, რომ მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ თავისივე ხმებით და რურუასაც გამოუშვებენ, თუ რომელიმე ერთი კომპონენტი ვერ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა ეს მას დაღუპავს ბოლომდე, მაგრამ ეს არ არის ის რაც ჩვენ გვსურს, ქვეყანას ურჩევნია ნორმალური ატმოსფერო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა