ნინო ბურჯანაძე -  რომ არა ოპოზიციური ერთობა, დღევანდელი არც კენჭისყრა იქნებოდა და არც იმის შანსი, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს

მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს ვინც გვაკრიტიკებდა იმის გამო, რომ ერთიან ოპოზიციურ მაგიდასთან ვისხედით, მიხვდით ახლა რაშია საქმე? ვიცით, რომ პოლიტიკაში და ქვეყნის საჭიროებისათვის აუცილებელია საკუთარ ემოციებზე და გაბრაზებებზე მაღლა დადგომა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ერთ მაგიდასთან ყოფნა ქვეყნის და მისი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

„მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულწრფელად, ან არაგულწრფელად გვაკრიტიკებდა მე და ჩემს თანაპარტიელებს იმის გამო, რომ ერთიან ოპოზიციურ მაგიდასთან ვისხედით. მიხვდით ახლა რაშია საქმე? მიხვდით, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც ვიცით, რა სჭირდება ქვეყანას, რა არის პოლიტიკა და ვიცით, რომ პოლიტიკაში და ქვეყნის საჭიროებისათვის აუცილებელია საკუთარ ემოციებზე და გაბრაზებებზე მაღლა დადგომა. რომელი თქვენგანი იყო ჩემზე მეტად გაბრაზებული, გულნატკენი, შეურაცხყოფილი, აღშფოთებული, მორალს რომ მიკითხავდით, რატომ ვიჯექი იქ, სადაც ვიჯექი, მაგრამ ეს სჭირდებოდა ქვეყანას და მთელ საქართველოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვენ აირჩიოთ თქვენი პარლამენტი, რომელიც შემდეგ აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ქვეყენას მართავს. დაფიქრდით, ვიდრე გაგვაკრიტიკებთ და „ქართული ოცნების” სპეკულაციებს აყვებით. მე ვიცი პოლიტიკა. რამდენადაც ჩემთვის რთული არ უნდა იყოს, ვიღებ სწორ გადაწყვეტილებებს, უმეტეს შემთხვევაში. ამჯერად იმ ოპოზიციურ მაგიდასთან ყოფნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო პირველ რიგში ქვეყნის და ასევე, ჩემი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ მოლაპარაკებებში ჩართულ ელჩებსა და დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ოპოზიციურმა ერთობამ “ქართული ოცნება” აიძულა დათმობაზე წასულიყო და მმართველი გუნდი მიხვდა, რომ კანონპროექტის ჩაგდება „ქართული ოცნების” „აბსოლუტური განულება და დასასრული იქნებოდა”.

„მინდა მივესალმო საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას და იმედი მინდა ვიქონიო მესამე მოსმენითაც უახლოეს ხანებში იქნება ცვლილებები მიღებული და ერთხელ და სამუდამოდ ჩაეყრება საფუძველი იმას, რომ ქვეყანაში იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და მაჟორიტარების ფეოდალიზმი და ერთმმართველობა ქვეყნის სათავეში დასრულდეს.

რომ არა ერთობა ოპოზიციური პარტიებისა, რომელიც შეიკრიბა ბატონი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მიუხედავად შიდა და გარე კბენებისა, რომელიც მუდმივად ისმოდა, ამ ოპოზიციურმა ერთობამ შეძლო ერთიანი პოზიციის დაფიქსირება და ერთად ბრძოლა. რომ არა ეს ერთობა დღევანდელი არც კენჭისყრა იქნებოდა და არც შანსი იმისა, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. ეს უმნიშვნელივანესი ერთობა გახლდათ.

ამ ერთობამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აიძულა “ქართული ოცნება” დათმობაზე წამოსულიყო.

„ქართული ოცნება” პირველი მოსმენითაც დიდი სიამოვნებით ჩააგდება კვლავ ამ კანონპროექტს, მაგრამ მას შემდგ რაც “ევროპულმა საქართველომ” მხარი დაუჭირა პირველ მოსმენას, მიხვდა, რომ მეორე ან მესამე მოსმენით კანონპროექტის ჩაგდება უკვე „ქართული ოცნების” აბსოლუტური განულება და დასასრული იქნებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც, ამას “ქართული ოცნება” მიხვდა”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს ხმა 115-მა დეპუტატმა მისცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა