ზღვის უბანში კორპუსების მიმდებარედ გზების რეაბილიტაცია გრძელდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება.

მათი ცნობით, საგზაო სამუშაოები სრულდება ზღვის უბნის III მ.რ. II კვ. N26, 27, 31 კორპუსებთან, სადაც ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ზღვის უბანში ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას. კონკრეტულად, ამ პროექტით სამი კორპუსის მოსახლეობის, 300-მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა. რაც მთავარია, ადგილობრივი მცხოვრებლები შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 76 500 ლარი დახარჯა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს