მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, ხვალ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტს საჩივრით მიმართავს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტს საჩივრით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ თოდუამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, საჩივარს ხვალ, 11:00 საათზე შეიტანს.

„ხვალ, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, ზურაბ აზნაურაშვილს, მოთხოვნით მივმართავ, დაკმაყოფილდეს ჩვენი შუამდგომლობა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მობილური ტელეფონიდან შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ინფორმაციების მოპოვების შესახებ, მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომების მიმდინარეობის პერიოდში. 2020 წლის 27 აპრილს, შესაბამისი შუამდგომლობით მივმართე დამოუკიდებელ ინსპექტორს გამოეთხოვა ინფორმაციები მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მობილური ტელეფონიდან შემავალი და გამავალი ზარების შესახებ სადავო დროის მონაკვეთებში (მიხეილ კალანდიას საქმის მიმდინარეობის დროის მონაკვეთებში)“, - აცხადებს თოდუა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია