ლევან გოგიჩაიშვილი - კანონპროექტის არგასვლა შეიძლება ივანიშვილის სურვილი ყოფილიყო, ვწუხვარ, ამითაა დაკავებული, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის კანონპროექტი მოგვახვიოს და აზარტულ თამაშებზე პრობლემები შეიქმნას

ძალიან ვწუხვარ, რომ სამი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თანხმობის პირობებში, ეს კანონპროექტი, ეს იდეა ამ პარლამეტში არ გავიდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნაწილობრივ რეგლამენტის დარღვევაა, როცა 2019 წელს რეგისტრირებული კანონპროექტის განხილვა არ მოხდა.

„ვფიქრობ, ნაწილობრივ რეგლამენტის დარღვევაა, როდესაც პარლამენტის წევრს, რომელმაც 2019 წლის ნომებერში დაარეგისტრირა პარლამენტში კანონპროექტი, ისე ამთავრებს საპარლამენტო დროს, რომ კანონპროექტი არ განიხილება. ფაქტობრივად ჩვენი კანონპროექტი დამარხეს, ვადა გადაწიეს სამი თვით იმ პერიოდში, როდესაც პარლამენტი თავის საქმიანობას წყვეტს. ეს კანონპროექტი დაიმარხა მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც სერიოზულად ითბობენ ხელს ამ ბიზნესის ამგვარი სტატუს -კვოთი, პრობლემა არ შექმნოდათ. ძალიან ვწუხვარ, რომ სამი პრემიერ-მინისტრის პირობებში და პარლამენტის რაღაც კარგი დამოკიდებულების პირობებში ეს კანონპროექტი, ეს იდეა ამ პარლამეტში არ გავიდა. ვინ გეგულებათ საქართველოში ასეთი გავლენიანი, რომ სამი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თანხმობის პირობებში ამ პროცესს, რომ ხელი შეუშალოს? მე ჩემი აზრი მაქვს. დავინახე, რომ ამ კანონპროექტის არგასვლა შეიძლება ბიძინა ივანიშვილის სურვილი ყოფილიყო. ძალიან ვწუხვარ, ამითაა დაკავებული, რომ ერთი მხრივ, მარიხუანის ლეგალიზაციის კანონპროექტი მოახვიოს პარლამენტს და აზარტულ თამაშებზე პრობლემები შეიქმნას“, -აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა