ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პუტინი- ბჟანიას შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის ლიდერს კრემლის სასახლეში შეხვდა. ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს აფზახი ხალხის სახელით გამარჯვების დღე მიულოცა და მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა,“- ნათქვამია ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ.პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა