კახა კალაძე - ოკუპანტების გადასაწყვეტი არ არის როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით რუსი დეპუტატის ალექსანდრ შერინის განცხადებებს პასუხობს.

კალაძის თქმით, ოკუპანტების გადასაწყვეტი არ არის თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით.

„ოკუპანტების გადასაწყვეტი არ არის როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია და ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ოკუპანტების მითითება არ არის საჭირო,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.

შერინმა ასევე განაცხადა, რომ გაბუნიას უღირსი საქციელი უნდა შეწყდეს და თუ ეს „ქართული კანონებით ვერ ხერხდება, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს."

პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი  - „ოცნების“ „დაისი“ ახლოვდება, ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას  და წასვლით ერთგვარად თავი დაიზღვია
პირველი დამოუკიდებელი სარეკლამო სტუდია 29 წელს ითვლის
ტერაბანკი BDO Digital-თან პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს
პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა