ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას თქმით, დაინფიცირებული პირი სტუდენტია, რომელიც ცხინვალში რუსეთიდან ჩავიდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების დღიდან ე.წ. „რესპუბლიკაში“ კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 52 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს