ნიუ-იორკის შტატი ამერიკის 9 შტატიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინში გაუშვებს

ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის შტატებში ამერიკის 9 შტატიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, სადაც ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, 14-დღიან სავალდებულო კარანტინში გაუშვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კარანტინის წესები გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ალაბამას, არკანზასის, არიზონას, ფლორიდას, ჩრდილოეთ კაროლინას, სამხრეთ კაროლინას, ტეხასის, ვაშინგტონისა და იუტას შტატებიდან დაბრუნდებიან.

პირი, რომელიც კარანტინს დაარღვევს, 1 000 აშშ დოლარით დაჯარიმდება.

ცნობისათვის, აშშ-ში 24 ივნისს კორონავირუსის 24 485 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 646 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 2 371 422 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 121 000-ს აჭარბებს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს