ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2020

ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2020

"კადიროვს არ სჭირდება ვინმეს გამოშვება, აქაც შეუძლია მშვენივრად იპოვოს ხალხი“ – არეშიძე

"თუ ასეთი ცოტნე დადიანები არიან, არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი“ - იგორ კვესელავა ოპოზიციაზე

***

"კადიროვს არ სჭირდება ვინმეს გამოშვება, აქაც შეუძლია მშვენივრად იპოვოს ხალხი, რომელიც ვთქვათ ინფორმაციას წინასწარ მოაგროვებდა, სამწუხაროდ ასეა, მწარე რეალობაა," - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობაზე გავრცელებული ცნობების კომენტირებისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "კადიროვს არ სჭირდება ვინმეს გამოშვება, აქაც შეუძლია მშვენივრად იპოვოს ხალხი“ – არეშიძე.

"გაბუნიას არცერთი მიმართვა ჩემთვის მისაღები არაა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი არასოლიდურია. ეს არის ქართველი ხალხის წინაშე ამის ჩვენება, რომ, აი, რა მაგარია, თორემ ისე პრინციპში პუტინისთვის ერთი პატარა ქვეყნის ჟურნალისტის ასეთი ტიპის მიმართვა კოღოს ნაკბენივითაა და მაინცდამაინც წესით არც უნდა აინტერესებდეს. თუ დაინტერესდება და თუ მართლა კილერს გამოაგზავნის, ეს მართლა მის სინდისზე იყოს, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ თავის მოქალაქეები დაიცვას. რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებას, ეს რასაკვირველია სრული სისულელეა, რას ჰქვია გადმოგვეცით, თუ გაბუნია დამნაშავედ ჩაითვლება, მორალური თუ სისხლის სამართლის თვალსაზრისით, მისი დანაშაულის შეფასება აქვე მოხდება. სამწუხაროდ ჩვენთან გინება ეკრანიდან იქნება თუ სოციალურ ქსელში, დასჯადი არაა, ამას მხოლოდ გაბუნიას შემთხვევაში არ ვამბობ, ტელეეკრანიდან არაერთი გინება მოგვისმენია, არა აქვს მნიშვნელობა თუ მსმენელი როგორი პოლიტიკური გემოვნებისაა, არავის არ მოსწონს ეს, გინდა ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს, გინდა ოპოზიციის და გინდა საზოგადოების, სულერთია - გინება გინებაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპოდენტის თქმით, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას საქმეში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მთავარი ფიგურანტია... მამუკა არეშიძის თქმით, გვარამიამ აღნიშნა, მაგრამ ამას ყველაფერს დადასტურება სჭირდება, არ მიმაჩნია, რომ ის ადამიანი, ვინ ამ ბრალდებითაა დაკავებული, ის მკვლელი იყოს, თვითონ გვარამიამაც მერე აღნიშნა, რომ ის დაზვერვაზეა ჩამოსულიო, რაც ასეთივე არასწორია იმიტომ, რომ კადიროვს არ სჭირდება ვინმეს გამოშვება, აქაც შეუძლია მშვენივრად იპოვოს ხალხი, რომელიც ვთქვათ ინფორმაციას წინასწარ მოაგროვებდა, სამწუხაროდ ასეა, მწარე რეალობაა”, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპოდენტის თქმით, ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა, კერძოდ ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთაწმინდაზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულ შალვა შავგულიძეს გამარჯვება გაუჭირდება. კითხვაზე, ხომ არ მიიჩნევთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარ კანდიდატების დასახელება ნაადრევი იყო? არეშიძის თქმით, ნაადრევს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ერთმანეთთან შეჯახების ეტაპი გავლილი უნდა ყოფილიყო და რაც უფრო ადრე მოხდება და არჩევნებამდე რაც უფრო დალაგდებიან, მათთვის უფრო უკეთესი იქნება. ყოველ შემთხვევაში ლოგიკა ამას გვკარნახობს, მაგრამ ზოგადად ის, რომ როგორც თბილისში ისე რეგიონებში ოპოზიციას შორის დაძაბულობა იქნება, ამას წყალი არ გაუვა და ეს ფაქტია. მე ორივეს (შავგულიძეს და ელისაშვილს) საკმაოდ კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი პოლიტიკური აქტივობა ასეთი მასშტაბური არ იყო და მინდა გითხრათ, რომ ორივეს თავის პლიუსები და მინუსები აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

"ამ უაზრო უპრინციპობით ოპოზიცია ისევ საკუთარ თავს ვნებს, თორემ საკონსტიტუციო ცვლილებები მაგათ გარეშეც მიიღეს. ასეთი პრინციპულები თუ არიან, ასეთი ცოტნე დადიანები, მაშინ არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი, ისტორიაში მაინც დარჩებიან, რომ რურუას გამო არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "თუ ასეთი ცოტნე დადიანები არიან, არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი“ - იგორ კვესელავა ოპოზიციაზე

"საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, ეს პროექტი 100%-ით უკვე გასულია. მაგრამ რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს არის კაპრიზი; როგორ დაიხიონ უკან, რადგან სიტყვა უკვე თქვეს. ამ უაზრო უპრინციპობით ოპოზიცია ისევ თავის თავს ვნებს. თუ ასეთი პრინციპულები და ცოტნე დადაიანები არიან, რომ რურუას გამო არ იღებენ კენჭისყრაში მონაწილოებას, მაშინ კეთილი ინებონ და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისტორიაში მაინც დარჩებიან, რომ რურუას გამო არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. რურუა დამსახურებულად ზის ციხეში, თავისი ისტორიითა და შემოქმედებით. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, რომელსაც ვერ იყოფენ, არც ეს იყო გასაკვირი. ჯერ ისეთი ხალხი დააყენეს თბილისში, სადაც ამ ხალხმა უკვე მერამდენედ წააგო; ნათელაშვილი ნაძალადევში იყრის კენჭს და თუ ხელისუფლებამ მართლაც თეა წულუკიანი დაუპირსიპირა, შეიძლება წააგოს, რადგან წულუკიანი ძალიან ძლიერი და გამოცდილი პოლიტიკური ფიგურაა. 2012 წელს სწორედ ოპოზიციაში მყოფმა მოუგო ეს რაიონი მაშინდელ ხელისუფლებას. როგორც მინისტრიც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, "ოცნების" მინისტრები მიდიან-მოდიან, ის კი წლებია მედგრად დგას ამ პოსტზე, თანაც ასეთ რთულ სამინისტროში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ვინც ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბება, ადრეც ვამბობდი, რომ ერთობას ვერ შეინარჩუნებდნენ, მათი გაერთიანება იყო დროებითი. ვინ არის ეს ხალხი, რა მოუხნავთ ან რა მოუმკიათ, მხოლოდ სათავისოდ ხნავენ და იმკიან და დაუოკებელი სურვილი აქვთ მოვიდნენ ხელისუფლებაში; მთელი ამ ხნის განმავლობაში ქარიშხალი უნდოდათ დაეთესათ, მაგრამ მხოლოდ ქარი დათესეს, რომელიც ქარიშხლად ვერ გადაიქცა. გაკოტრებულები არიან, ერთი პროგარამაც ვერ შესთავაზეს ხალხს, მარტო ლანძღვა-გინება. ასე კი ქულებს ვერ დაიწერენ. რამდენადაც სენსაციურად არ უნდა მოგეჩვენოთ, არ არის გამორიცხული, რომ ქულების დასაწერად გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაც თვითონ გაავრცელეს, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქულები ვერც ამით დაიწერეს.რა შეეხება „ოცნებას", ძლიერად გამოიყურება ასეთი გაკოტრებული ოპოზიციის ფონზე, თორემ იქაც ბევრს სძინავს. "ოცნება" როგორც პარტია აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და ახალ სიებში შეყვანილი უნდა იყვნენ ნამდვილი პროფესიონალები. იურისტები, ეკონოსმისტები, მეცნიერები. წინა პარლამენტებში კიდევ იყვნენ მეცნიერები, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში დამისახელეთ ერთი მეცნიერი თუ არის, მეცნიერთა ჯგუფზე აღარაფერს ვამბობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, არჩევნებამდე დრო კიდევ რჩება; თუ ამ პერიოდში რაიმე სასწაული არ მოხდა, „ოცნება" 51%-ზე მეტ ხმას აიღებს, შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეს. ოპოზიციამ, ვქვათ, აიღო 45%, ეს იქნება მთელი ოპოზიციის პროცენტი და არა ერთი პარტიის და მერე ერთმანეთს პარლამენტში დაჭამენ," - განაცხადა „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს