რომან გოცირიძე - სად არის ე.წ. ჭარბი ნდობა, ის კაცი რომ ამაყობდა, ჭარბი ნდობა კი არა, ჭარბი გამოჩენისაც კი ეშინია, დაიკარგა კაცი

სად არის ის ე. წ. ჭარბი ნდობა, ის კაცი რომ ამაყობდა. ჭარბი ნდობა კი არა, ჭარბი გამოჩენისაც კი ეშინია, დაიკარგა კაცი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე შეაფასა სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში და აღნიშნა, რომ მასში ის პერიოდია განხილული, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელა.

„ის პერიოდი, რომელიც განხილულია სახალხო დამცველის მოხსენებაში, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის წელიწადი: ძალადობა, თავისუფალი აქციის სასტიკი დარბევა, დამნაშავეებზე ხელის დაფარება და სამომავლო დანაშაულის წახალისება, პოლიტიკური დევნის გაგრძელება და უამრავი პოლიტპატიმარი. ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის. ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც იცავს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს. ყველაფერი დამორჩილებულია ერთ პარტიასა და ერთ პიროვნებას. ჩავთვალოთ, რომ ეს ბოლო წელიწადია დარღვევათა მთელი კასკადისა, რაც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელთა უდიდესი ნაწილი დღემდე გამოუძიებელია. არავის არ გასვლია ძალაუფლების დიდი ხნით მიტაცება. ეყო, რაც 8 წლის განმავლობაში აკეთეს. მორჩა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება! სად არის ის ე. წ. ჭარბი ნდობა, ის კაცი რომ ამაყობდა. ჭარბი ნდობა კი არა, ჭარბი გამოჩენისაც კი ეშინია, დაიკარგა კაცი. მორჩა „ქართული ოცნების“ ფიქტიური, ფულზე დაფუძნებული ავტორიტეტი,“- განაცხადა გოცირიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს