გიორგი რურუა - "ოცნებას" ვურჩევდი, სჯობს, გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბრალდებები

მე ვურჩევდი "ოცნებას", რომ სჯობს ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბრალდებები,- ამის შესახებ ბრალდებულმა გიორგი რურუამ სასამართლო სხდომის დაწყებისას განაცხადა. რურუა სხდომაზე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას იმ წერილს, რომელიც მან ევროპარლამენტში გაგზავნა.

"მინდა გამოვეხმაურო სრულიად ამაზრზენ წერილს, რომელიც ევროპარლამენტში იყო გაგზავნილი ბატონი კუჭავას მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ამ წერილით უნდოდათ რაღაცნაირად გადაფარონ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს და რაც სრულიად აბსურდულია. მე ვურჩევდი "ოცნებას", რომ სჯობს ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბარლდებები, რაზეც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ ნებისმიერ ბრალდებას გავცე პასუხი. ის ტყუილები, რაც წერილში იყო მოყვანილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისის შემდეგ, ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, რომ დაგიჭერენო. ელენე ხოშტარიასთანაც მქონდა ლაპარაკი... ვგრძნობდი ყოველდღე და ჩემი მეგობრები მაფრთხილებდნენ- ფრთხილად იყავი დაგიჭერენო", - განაცხადა გიორგი რურუამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს