სალომე სამადაშვილი - მთავრობა, რომელსაც ჯებირები, კედლები და ღობეები სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად საკუთარი მოქალაქეებისგან,  სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია შესული

მთავრობა, რომელსაც ჯებირები, კედლები და ღობეები სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად საკუთარი მოქალაქეებისგან, სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია შესული , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის წინ დამატებით ჯებირები განათავსეს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდებარე სამუშაოებით ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტის შეზღუდვას ცდილობს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მრავალი თვეა მიმდინარეობს პარლამენტის წინ სარემონტო სამუშაოები, რომელიც რეალურად არის მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ტრადიციული თავშეყრის ადგილას ხალხის შეკრებას. თუ ეს რაღაც დამატებითი წინაღობაა, ეს გვაჩვენებს, თუ რა ღრმა კრიზისშია შესული "ქართული ოცნება", რადგან მთავრობა, რომელსაც ჯებირები, კედლები და ღობეები სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად საკუთარი მოქალაქეებისგან, არის შესული სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში", - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა