ანრი ოხანაშვილი - სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ 20-21 ივნისს ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აქციის მონაწილეთა მხრიდან

სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ 20-21 ივნისის დროს ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და სახელმწიფოს ჰქონდა სრული ლეგიტიმაცია, დაეცვა ლეგიტიმური ინტერესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს 20-21 ივნისს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა არის ტყუილი, რომლის ტირაჟირებას რადიკალური ოპოზიცია ცდილობს.

„პარლამენტის მხრიდან წელს სახალხო დამცველის ანგარიშის რეკომენდაციების დაახლოებით 91%-ის გაზიარება ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ადამიანის უფლებების დაცვაზე და ჩვენ ვამკვიდრებთ და ვნერგავთ ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მაღალ სტანდარტს. ჩვენ ამ რეკომენდაციების საფუძველზე შესაბამის უწყებებს ვავალებთ, რომ გაუწიონ მონიტორინგი ადამიანის უფლებების დაცვას. ხაზგასასმელია ის, რომ 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში დაფიქსირებულია ხაზგასმით პოზიცია, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია გადაიზარდა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში და სახელმწიფოს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი დაეცვა სხვა მშვიდობიანი მანიფესტანტების სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობა და სახელმწიფო ინსტიტუტის, საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს არ განხორციელებულა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ეს არის ტყუილი, რომლის ტირაჟირებას რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, თუმცა სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ 20-21 ივნისის დროს ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და სახელმწიფოს ჰქონდა სრული ლეგიტიმაცია დაეცვა ლეგიტიმური ინტერესი, ის სამართლებრივი სიკეთე რასაც ჰქვია, სიცოცხლე, სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება. ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მაღალი თანამდებობის პირების, მინისტრის, მისი მოადგილეების მხრიდან არ ყოფილა ბრძანება გაცემული რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა