გიორგი გახარია - 20 ივნისს ამ შენობაში სალომე სამადაშვილი მემუქრებოდა: „გაიქეცი, თორემ ის ხალხი შემოვარდება და გაგაგდებენო“ - რას მერჩოდა? მე, შს მინისტრი, იმიტომ მოვედი, რომ დეპუტატები დამეცავით

ყური შეიძლება ყველა მხრიდან მოაბა, მაგრამ თქვენც ხომ ჩემზე უკეთესად იცით, რომ სამართლიანი აქციის დროს, რომელიც მოქალაქეებმა დაიწყეს გავრილოვის ამ სავარძელში ჯდომის გამო, სადღაც 9 საათზე, აი, ეს თქვენი ფრთა პარლამენტისთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანებით იყო სავსე. კითხვას რატომ არ უსვამთ ერთმანეთს, ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა? - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, 20 ივნისს მას სალომე სამადაშვილი პარლამენტის შენობაში ემუქრებოდა.

„მე ხომ ამ შენობაში ვიყავი, სადაა ქალბატონი სამადაშვილი? ის მე შემხვდა და მემუქრებოდა. ახლაო გაიქეცი აქედანო, თორე ის ხალხიო გარეთ რომ არისო, შემოვარდებაო და გაგაგდებენო აქედანო. სიტყვასიტყვით, ამის ჩანაწერებიც არსებობს. მე კი არ ვიგონებ ამას. გარდა ამისა, ბატონო სერგო, სიმართლე ხომ ერთია. ყური შეიძლება ყველა მხრიდან მოაბა, მაგრამ თქვენც ხომ ჩემზე უკეთესად იცით, რომ სამართლიანი აქციის დროს, რომელიც მოქალაქეებმა დაიწყეს გავრილოვის ამ სავარძელში ჯდომის გამო, სადღაც 9 საათზე აი, ეს თქვენი ფრთა პარლამენტისთვის აბოსლუტურად უცხო ადამიანებით იყო სავსე. კითხვას რატომ არ უსვამთ ერთმანეთს, ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა? რა მიზანი ჰქონდა? ქალბატონი სამადაშვილი რატომ მემუქრებოდა, რას მერჩოდა? მე, შს მინისტრი, მაშინ იმიტომ მოვედი, რომ თქვენ, დეპუტატები დამეცავით, გარედან ხალხი რომ არ შემოვარდნილიყო, რომელიც პოლიციას თავს ესხმოდა. პოლიციელებს ბრბოში იტაცებდნენ და უტყამდნენ. დავით ბაქრაძემ სურათი რომ გადაიღო, გდდ-ს ერთ-ერთი მებრძოლი რომ გამოჰყავს დიდი ზრუნვით, ის სურათი რატომ არ დადო თავის ფეისბუკ გვერდზე - თავში რომ ურტყამენ და ჩაფხუტებს რომ ართმევენ, წიხლებით რომ არიან შემდგარი მათზე?! -" მიმართა გახარიამ ოპოზიციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა