ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 22-24 ივნისის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან 907 ადამიანი დაბრუნდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 22-24 ივნისამდე გახსნილ ე.წ. ენგურის საზღვრით, ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ კორნტროლირებადი ტერიტორიიდან 907 ადამიანი დაბრუნდა. ამის შესახებ ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს.

მათივე ცნობით, დაბრუნებულთა შორის 200 ბავშვია.

„ეს ადმიანები არიან აფხაზეთის მოქალაქეები, ან აფხაზეთში მცხოვრები პირები“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებულ ადამიანებს სამედიცინო-სანიტარული კონტროლის გავლა და ორდღიან კარანტინში ყოფნა მოუწიათ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ადმინისტრაციული საზღვარი კორონავირუსის გამო სრულად ჩაკეტილი აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა