სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანს - თქვენგან ძალიან განსხვავებული ხალხი ვართ, გვაქვს პრინციპები, ჟორიკას რომ ეძახით გიორგი რურუას, მას იცით რატომ ვიცავთ? - ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი არ უნდა არსებობდეს

თქვენგან ძალიან განსხვავებული ხალხი ვართ, გვაქვს პრინციპები, ჟორიკას რომ ეძახით გიორგი რურუას, მას იცით რატომ ვიცავთ? - ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი არ უნდა არსებობდეს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს გიორგი რურუას წინააღმდეგ კამპანია აწარმოოს, თუმცა, ის, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია, ეს უკვე დაფიქსირებულია ოფიციალურ დოკუმენტებში.

„ქალბატონო თეა, დიდი მადლობა, რომ მოიხსენით პირბადე და მწყაზარი სახე წარმოგვიჩინეთ, მაგრამ სიტყვა გქონდათ გლისპი და უმაშვი, თუ არ იცით, ავს და უვარგისს ნიშნავს ძველ ქართულად და უცებიც, ანუ უვიცი. ახლა აგიხსნით, რატომ ქალბატონი თეა. მე თუ სწორად მახსოვს ბატონმა ალასანიამ გაგიხსნათ გზა პოლიტიკაში, შემდეგ თქვა, შეიცვალა ამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციაო და გადავიდა ოპოზიციაში და თქვენ მყარად მაგ სავარძელში უკვე მერვე წელია ზიხართ, ვერ ელევით. ჩვენ თქვენგან ძალიან განსხვავებული ხალხი ვართ, ჩვენ გვაქვს პრინციპები და აი, ჟორიკას რომ ეძახით გიორგი რურუას, იმ გიორგი რურუას იცით რატომ ვიცავთ? იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, იმის მიუხედავად, თქვენ რას ფიქრობთ მასზე ან მის წარსულზე. ჩვენ, თქვენგან განსხვავებით ამ პოზიციას ღიად და გახსნილად ვაფიქსირებთ. დღეს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა რიშმა აი, თქვენ რომ ჟორიკას ეძახით და ამცირებთ, იმ კაცზე შეიტანა საკანონმდებლო შესწორება აქტში, რომელიც არეგულირებს საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობას სამხედრო მიმართულებით. ასე რომ, გინდა ახლა, მანდ თქვენ ერთმანეთში დაუძახეთ გიორგის ჟორიკა და გინდა ტრიბუნიდან. გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ეს არის უკვე დაფიქსირებული ოფიციალურ დოკუმენტში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა