დევნილთა სააგენტომ ერთ წელში სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

„სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავასა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან ერთად, დაათვალიერა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილმა ოჯახებმა თავად შეარჩიეს სახლები, რომლებიც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, სააგენტომ მათთვის შეისყიდა. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებით 700 სახლს შეუსყიდის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია