1-ელი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

"აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ