ეკა ბესელია - გაათავისუფლებენ თუ არა რურუას პატიმრობიდან, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა გარწმუნებთ, მაინც დარჩება

გაათავისუფლებენ თუ არა რურუას პატიმრობიდან, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა გარწმუნებთ, მაინც დარჩება. პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არჩევნებზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას, ეკა ბესელია ამბობს, რომ „არ არ აპირებს ვინმეს არბიტრი იყოს".

„ქართულ ოცნებას" ვერ უშველიდა ვერც ეს მობილიზება, აუცილებელი იყო 113 ხმისთვის დამოუკიდებელი დეპუტატების მობილიზება და სხვა დეპუტატების, რომლებიც უმრავლესობის გარეთ არიან. მე ვფიქრობ, სწორი იყო ჩვენი მონაწილეობა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავამართლებდი საკუთარ ქმედებას, თუ თუნდაც, ჩემი ერთი ხმა დააკლდებოდა. ეს ცვლილება, ვფიქრობ, არის შანსი არჩევნები უფრო საინტერესო გახდეს, ბევრი პარტიისთვისაა შესაძლებლობა და მომავალი პარლამენტისთვის არის მრავალპარტიულობის შესაძლებლობა. კოალიციურ მთავრობაში, რომელიც დარწმუნებული ვარ იქნება 2020 წლის არჩევნების შემდეგ, შეიძლება იყოს მეტი წარმომადგენლობა ხალხის,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება შეთანხმების შესრულებას, ბესელია ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, თუმცა, სასამართლოში პოლიტიკის მონაწილეობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ თუ წინასაარჩევნოდ სასამართლო სისტემამ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„ზოგადად, პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, ვიდრე კლანური მმართველობა სასამართლოში არსებობს. დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ნდობა მართლმსაჯულებას არ აქვს, ამიტომ დაადებინეს ეს პირობა „ქართულ ოცნებას“. შეასრულებენ თუ არა პირობას დავინახავთ, მაგრამ პრობლემა რჩება პრობლემად, მიუხედავად იმისა, თუ რომელი გვარი დასახელდება. გაათავისუფლებენ თუ არა რურუას პატიმრობიდან, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა გარწმუნებთ მაინც დარჩება. პოლიტიკური მართლმსაჯულება არჩევნებზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს, ამიტომაც წერია ეს შეთანხმების მეორე პუნქტში. თუ სასამართლო ისევ გააგრძელებს „ქართული ოცნების" ღია ლობირებას და მხარდაჭერას და თუ ისინი ამ როლში იქნებიან, რომ მმართველ პარტიას შეუსრულებენ მათ პოლიტიკურ დავალებებს, პირდაპირ გეუბნებით, ეს არჩევნებზე მოახდენს ისეთ დამაზიანებელ გავლენას, რომ შესაძლებელია მისი შედეგებიც კი ეჭვქვეშ დადგეს," - აცხადებს ბესელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს