„ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ჭიათურაში საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი მოეწყო

"ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ჭიათურაში, სოფელ პერევისაში, ე.წ. 25-ის დასახლებაში საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, აღნიშნული ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა: სპეციალური დამცავი ბადით შემოიღობა, განათება, საფეხბურთო კარი და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა, ასევე განახლდა, ძველი საგულშემატკივრო სივრცე.

მათივე ცნობით, პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ მოსახლეობასა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული პროექტი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვეკიდებით ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებს, შესაბამისად, ამჯერადაც მათი თხოვნა გავითვალისწინეთ. შეიქმნა კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც განსაკუთრებულად ახალგაზრდებსა და ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, სპორტული აქტივობებით დაკავდნენ, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილემ, გიორგი ჯაოშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში