ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, საუბრობდე, რომ პროდასავლური ღირებულებების მიმდევარი ხარ და მეორე მხრივ, დიპლომატს თავს ესხმოდე

საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა მოწოდებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია როცა ამ ტონით ესაუბრები სტრატეგიულო ქვეყნის წარმომადგენელს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ოხანაშვილის თქმით, წარმოუდგენელია, ერთი მხრივ პროდასავლურ ღირებულებებზე საუბრობდე, მეორე მხრივ კი, დიპლომატს განსხვავებული აზრის გამო თავს ესხმოდე.

"რეალურად აქ გამოიკვეთა, განსხვავებული აზრის როგორი მიუღებლობა აქვს ამ ჯგუფს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, გამოიკვეთა მათი ე.წ. პროდასავლურობა, მათ სძულთ განსხვავებული აზრი. ეს არის ამ ოპოზიციური ჯგუფის კიდევ ერთი ლუსტრაცია, როცა ელჩს უწუნებ დიპლომატობას, როცა ევროკავშირის წამყვან ქვეყანას, გერმანიას, გერმანელ ხალხს და მის წარმომადგენელს აყენებ შეურაცხყოფას, რადგან შენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა მოწოდებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია მსგავსი საქციელი, რომელიც არც ეთიკურობაში ჯდება და მიუღებელია, როცა ამ ტონით ესაუბრები ჩვენი სტრატეგიულო ქვეყნის წარმომადგენელს. ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოოდ დაესმევათ წერტილი, მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს ე.წ. ფარდის ახდა თავიანთი პროდასავლურობის. წარმოუდგენელია, ერთი მხრივ საუბრობდე, რომ ხარ პროდასავლური ღირებულებების მიმდევარი, ძვირფასია განსხვავებული აზრი და მეორე მხრივ, დიპლომატს თავს ესხმოდე იმისთვის, რომ განსხვავებული და მართალი აზრი არის შენთვის მიუღებელი. ეს დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმა და კიდევ ერთხელ ამხილეს იმაში, რომ მათი ეს ქცევა სრულიად მიუღებელია და არანაირ ეთიკასა და მორალში არ ჯდება,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. "ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა