გიგი უგულავა - ძალიან სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო

ძალიან სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც გუშინ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 8 მარტის შეთანხმება არ შეუსრულებია და ამაზე მართლმსაჯულების ნაწილში ელჩების განცხადებებიც მეტყველებს.

„8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებას არ შეუსრულებია. ეს ელჩების გუშინდელი განცხადებებიდანაც ცალსახად ჩანდა, როდესაც მხარეებს მართლმსაჯულების ნაწილზე და დეპოლიტიზაციაზე შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ. აქ ერთპიროვნულად იგულისხმება „ქართული ოცნება“. ჩვენ ვერანაირ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ძალიან სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც გუშინ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, ასეთი იძულებითი ზეიმი, რომელიც 1- წლიანი ეპოპეის დასასრულს აღნიშნავდა, მას შემდეგ „რაც ქართულმა“ ოცნებამ მრავალგზის მოიტყუა და დაიხურა კარები, ეს თემა მაინც ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოხერხდა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზეც ისაუბრა.

„მეორე საკითხია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამ დისკუსიაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობდა თავიდანვე, ეს საკითხი წელიწადზე მეტია დამუშავების პროცესშია. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს არ ითვალისწინებს, კერძოდ, ყბადაღებულ თემად იქცა კოორდინატორების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან და ამის დარეგულირება. ამ პანდემიის პირობებში ეს თემა სხვა განზომილებას იძენს, ამ თვალსაზრისით ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს. ასევე, ბლოკის საკითხი, სადაც ბლოკში პარტიებს შორის შეთანხმების თავისუფლება იზღუდება კანონით, რაც არასწორია. ამ დისკუსიაში ჩვენ ჩავერთვებით, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიებიც, უბრალოდ საბოლოო კანონპროექტი რაც იქნება იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ ძალიან არ დაამახინჯა „ქართულმა ოცნებამ,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა