გენერალური აუდიტორის განცხადებით, პროგრამა შეიმუშავეს, რაც საშუალებას მისცემს, გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი გააძლიერონ

გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა პროგრამა, რომლის საშუალებითაც უწყებების მიერ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

როგორც მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, პროგრამა სატესტო რეჟიმში დაინერგება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგი წლიდან კი ყველა უწყებას მოიცავს და მასზე წვდომა პარლამენტს ექნება.

„ჩვენმა IT სპეციალისტებმა შეიმუშავეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი. წლის მეორე ნახევრიდან სატესტო რეჟიმში დავიწყებთ მუშაობას იუსტიციის სამინისტროსთან, ხოლო მომდევნო წლიდან გვინდა, რომ ეს პროგრამა ყველა უწყებაში დაინერგოს. ამ პროგრამის საშუალებით დროის რეალურ რეჟიმში გვეცოდინება უწყებების ჭრილში რა ვითარებაა კონკრეტული რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ასევე, ბუნებრივია პარლამენტს ვაძლევთ გასაღებს და პარლამენტს საშუალება ექნება დიდი სურათი დაინახოს, ყველა უწყების ჭრილში,“- აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო