გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს

დღეს, გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ რეზოლუციას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გაერო ქვეყნებს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და თავიანთი ძალისხმევა კოვიდ 19-თან ბრძოლის საკითხებზე მიმართონ.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცეცხლის სულ მცირე 90-დღიანი შეწყვეტა ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, შეუზღუდავი და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას კორონავირუსის ეპიდემიის დროს.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებს ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას.

ხმის მიცემის პროცედურა ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს