ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2020

"მათთვის ძალიან სამწუხარო ამბები ხდება“ - ქანთარია ბოკერიას განცხადებაზე

ვისი სიძეა გიორგი ვაშაძე და რას პასუხობს იგი ალეკო ელისაშვილს

***

"მათთვის ძალიან სამწუხარო ამბები ხდება“ - ქანთარია ბოკერიას განცხადებაზე

“ამით ისინი რამის გამოსწორებას ფიქრობენ თუ ყურადღების გადატანას, ცოტა გაუგებარია", - ასე აფასებს "რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო შექმნილ ვითარებას თავისი კამპანიისთვის იყენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მათთვის ძალიან სამწუხარო ამბები ხდება“ - ქანთარია ბოკერიას განცხადებაზე

"ბოკერია ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" კრიტიკა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის მიმართ კორექტული იყო, ხოლო გერმანიის ელჩის "დაშვებული შეცდომის" გამო წარმოშობილ ვითარებას ბიძინა ივანიშვილის გუნდი და საგარეო უწყება თავიანთი კამპანიისთვის იყენებენ. ქანთარია ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნაწილმა გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა ასეთი ტიპის განცხადებებით ამის გამოსწორებას ან ყურადღების გადატანას ცდილობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც მათ (ოპოზიციის ნაწილმა) გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელმაც მდგომარეობა ობიექტურად განიხილა, ახლა რა უნათ, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ისეთი რამ გააკეთეს, რომ ამით ისინი ყურადღების გადატანას თუ რამის გამოსწორებას ფიქრობენ, ცოტა გაუგებარია. ძალიან ძნელია გაიგო, ახლა მათ თავში რა ხდება. მათთვის ძალიან სამწუხარო ამბები ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის საკმაოდ პოზიტიურია", - განაცხადა ქანთარიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვისი სიძეა გიორგი ვაშაძე და რას პასუხობს იგი ალეკო ელისაშვილს

"ოპოზიციის ოპოზიციონერობა - ესაა "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის საქმე", - ასე პასუხობს "რეზონანსთან", პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას. ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ უკვირს ოპოზიცია გიორგი ვაშაძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისნის მაჟორიტარ კანდიდატად რატომ ასახელებს, რადგან, მისი თქმით, ვაშაძეს რეიტინგი არ აქვს და არჩევნებში 1%-ზე მეტი არასდროს არ აუღია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვისი სიძეა გიორგი ვაშაძე და რას პასუხობს იგი ალეკო ელისაშვილს

"ვაშაძე ამბობს, რომ თუ ელისაშვილს ოპოზიციაში ყოფნა სურს, უმჯობესია ხელისუფლება აკრიტიკოს, ვიდრე ოპოზიცია, რადგან ოპოზიციის კრიტიკით ხელისუფლების საქმეს აკეთებს. ალეკო ელისაშვილი რაც მეტს ისაუბრებს, ამ ჭაობში მით ღრმად ჩაეფლობა, რომლისკენაც სწრაფი ტემპით მიექანება. ვფიქრობ, რომ თუ მას რეალურად ოპოზიციაში ყოფნა უნდა, ჯობია, რომ ხელისუფლებასთან მიმართებაში ისაუბროს და არა ოპოზიციასთან მიმართებაში. ოპოზიციის ოპოზიციონერობა - ესაა „ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის საქმე. რაც შეეხება პროცენტებს, მე იმ საარჩევნო კოალიციაში ვიყავი და იმ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ცალკე მიღებულ პროცენტებს რაც შეეხება, კიევში რომ ვიყავი და პოლიტიკური პარტია ახალგაზრდებს მივეცი და კამპანიას ახალგაზრდები ატარებდნენ, მაშინაც კი "ახალმა საქართველომ" თბილისში ცალკე აღებული ოთხი პროცენტი აიღო. ამიტომ ბაქიბუქს და პოლიტიკურ კინტოობას ნამდვილად ურჩევნია, რომ საქმეს მიხედოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვაშაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს, მისთვის გაუგებარია. ამაზე ვაშაზე ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილი მისი სიდედრის ძმაა, თუმცა ყველამ იცის, რომ მათ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. ესაა სიბინძურის ნთხევის ნაცადი ხერხი. ვანო ჩხარტიშვილის სიძე არ ვარ, ისაა ჩემი სიდედრის ძმა, ამას ვადასტურებ. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, მაშინ, როცა მე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ის საქართველოდან წასული იყო და იმ პერიოდიდან აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ გზაზე ვდგავართ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამაშიც ჩანს დიდი სიბინძურე, რომელსაც ეს ადამიანი (ელისაშვილი) ანთხევს და კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ რაც უფრო ღრმად ჩაეფლობა ამ ჭაობში, მისთვის მით უფრო უარესი იქნება, ალეკო ელისაშვილზე საუბარი ჩემს ინტერესში ნამდვილად არაა", - განაცხადა ვაშაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო