გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიხსნას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაიხსნას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაშია და ტურისტული სექტორი ფაქტობრივად განადგურებულია.

„კიდევ ერთი ცრუ დაპირება, რომელიც მოგვცა გახარიამ და საქართველოს მთავრობამ, რომ დღეიდან უნდა გახსნილიყო საქართველოში ფრენები. ევროკავშირმა შეგვიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანაში და ამასობაში, საქართველოს მთავრობა გვეუბნება,რომ კიდევ ერთი თვე საქართველო არ ხსნის საზღვრებს. მე მინდა გახარიას მივმართო და ვკითხო, რას გვერჩით ხალხო? შიმშილით გინდათ ამოგვხოცოთ? ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში ეკონომიკური თვალსაზრისით, ხალხი მშიერია, ტურისტული სექტორი ფაქტობრივად განადგურებულია, აღარ გვაქვს ეკონომიკა. „ვიზეარი“ განცხადებას აკეთებს, რომ გადის საქართველოდან. ყველაზე იაფიანი ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტი ისე მოქოქა, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ქუთაისისთვის, იმერეთისთვის. რას აკეთებთ გაგვაგებინეთ, ეს ხომ ქვეყანაა, ეს ხომ სახელმწიფოა. რაღაც სათამაშო ხომ არ ვართ ჩვენ? რამდენმა ადამიანმა ბილეთი იყიდა, რამდენ ემიგრანტს უნდოდა ამ რეისებით საქართველოში დაბრუნება? ყველა ამ ადამიანმა დღეს ფული დაკარგა. აღარავინ არ გენდობათ,“ ვიზეარი“ რატომ გადის იცით? იმიტომ,რომ არ სჯერა, რომ თქვენ ერთ თვეში მაინც გახსნით საზღვრებს. რას ისახავს ეს მიზნად? ნუთუ ეს იმიტომ გინდათ, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები უბრალოდ ვერ ჩამოფრინდნენ საქართველოში? ეს არის თქვენი მიზანი? ამას გინდათ შესწიროთ ქვეყნის ეკონომიკა და ამის გამო სწირავთ შიმშილისთვის საქართველსო მოქალაქეებს?- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, აჭარაში საზაფხულო სეზონი დაკარგულია. „მარტო ტელევიზიაში ყოფნა, ტელევიზიაში კეკლუცი და იქიდან ლაპარაკი, თუ რა მაგრები ხართ, საკმარისი არ არის. ხალხი მშიერია, თქვენსავით დალხენილად კი არ ვცხოვრობთ. თქვენსავით მილიონები კი არ აქვთ ამ ადამიანებს ნაშოვნი. ყველაფერი გაჩერებულია და ამ პირობებში თქვენ, უპასუხისმგებლოდ ისევ და ისევ ჯანდაცვის პრობლემას უპირისპირებთ ეკონომიკას და ცრუ დილემის წინაშე გვაყენებთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაყოვნებლივ დაიწყეთ საზღვრებით გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. გახარია თქვენ ხართ პასუხისმგებელი ხალხის შიმშილზე და ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით ვერც ერთ შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია