ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020

როგორ შეეცდება რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ჩარევას

"იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული“ - აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციაზე

***

როგორ შეეცდება რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ჩარევას

“რუსეთი შეეცდება ფეიკ ნიუსებით, სხვადასხვა ფეიკ ფაბრიკებით, ბოტებით, უამრავი სხვადასხვა მეთოდებით, უფრო მეტად ინტერნეტის გამოყენებით საზოგადოებაში კონკრეტული რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატიების განცდა შექმნას, მეტი ხმები რომ მიიღონ, რათა პარლამენტში მისი ინტერესები დაიცვან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთის საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ შეეცდება რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ჩარევას

"დეგნანმა განაცხადა, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა რუსეთი რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამეტო არცევნებში ჩაერევა, ამისი ალბათობა მაღალია. ყველამ ვნახეთ, თუ როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ბევრ არჩევნებში ერევა და საქართველო აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა უკეთ შეაფასონ ის ინფორმაცია, რომელსაც იღებენ. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. ასევე, დიდი წარმატება იქნება, თუ საქართველო კარგი არჩევნების ჩატარებას შეძლებს და კიდევ გახდება მისაბაძი მაგალითი არამარტო ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც", - განაცხადა კელი დეგნანმა”, - არნიშნავს გამოცემა.

„ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთს საქართველოში წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციას არ შეეცდება, რადგან 2008 წელს რაც სურდა, მიიღო. მისი აზრით, ოკუპანტს საქართველოში მუდმივი დაძაბულობა აწყობს, რისთვისაც ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებს ეფექტურად იყენებს. რუსეთი ყველგან ერევა, თვით აშშ-ის არჩევნებშიც და ამიტომ ვინმემ რომ ამტკიცოს, არ ჩაერევაო, ეს უფრო უცნაური იქნება. რა თქმა უნდა საქართველო რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მეზობელი სახელმწიფოა, შავ ზღვაზე ნატოსთან კონტექსტში სტრატეგიულ ადგილზეა და მგონია, რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ არცთუ ისე აგრესიული და რადიკალური იყოს. აქედან გამომდინარე, მგონია რომ რუსეთი შეეცდება ფეიკნიუსებით, სხვადასხვა ფეიკფაბრიკებით, ბოტებით, უამრავი სხვადასხვა მეთოდებით, უფრო მეტად ინტერნეტის გამოყენებით საზოგადოებაში კონკრეტული რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატიების განცდა შექმნას, მეტი ხმები რომ მიიღონ, რათა პარლამენტში მისი ინტერესები დაიცვან, მგონია, რომ ამ მიმართულებით რუსეთი მოქმედებებს აუცილებლად განახორციელებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ წუთში ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ამაზე უშიშროებამ და სხვადასხვა სამსახურებმა უნდა იმუშაონ, კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს გამოვაშკარაოთ, მაგრამ ის, რომ რუსეთი 2020 წლის არჩევნებზე არაფერს არ გააკეთებს, არხეინად იქნება და საქართველოში როგორ ჩაივლის ეს არჩევნები არ აინტერესებს, მე ამ პოზიციის არ მჯერა. დესტაბილიზაცია ახლა არავის არ აწყობს, რაც უნდოდა რუსეთმა 2008 წელს თავისი მიიღო, მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ვიტყოდი, რომ რუსეთზე „ბრწყინვალედ" იმუშავა და მისცა ის, რაზედაც რუსეთი ოცნებობდა, რუსეთის ოცნება სწორედ 2008 წელს შესრულდა, ასე, რომ ახლა მას აწყობს, რომ ეს ყველაფერი მშვიდად და წყარად იყოს შენარჩუნებული, ხრას ის რაც მიღებული აქვს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით და ამ მიმართულებით სიტუაციის დამძიმება არავინ არ მოახერხოს. მითუმეტეს, როცა ახლა ერთპროცენტიანი ბარიერია, მგონია, რომ რუსეთს ისეთი ვითარება აწყობს, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი ისეთი პარტია მოხვდეს, რომლებიც პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებაში რუსეთის სასარგებლო მოსაზრებებს გაავრცელებენ, რომ მაგალითად „ხომ არ აღგვედგინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა?" ანუ რამე მტკიცებულებით ფორმაში კი არ იქნება, არამედ მსჯელობით ფორმაში, მაგალითად „რას გვაძლევს ნატო", შესაძლოა მათგან რუსეთზე სულაც არ იყოს ლაპარაკი ან ნატოს ფაქტორისა და ევროპული ღირებულებების ეჭქვეშ დაყენებაზე”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან არ მომწონს საქართველოში როგორ გორდება ხოლმე ანტიისლამური, ანტითურქული, ანტიირანული და ანტიაზერბაიჯანული კამპანიები. ჩემი ღრმა რწმენით ესაა ის, რასაც რუსეთი აკეთებს, მან მიითვისა ის, რაც უნდოდა, საქართველო რუსულ ორბიტაზე მაინც ვერ დაატრიალა, ამიტომ სურს, რომ მუდმივი პრობლემები ჰქონდეს. დღეს მთავარი პრობლემა ნაციონალიზმი, ქსენოფობია და რელიგიური დაპირისპირებაა. მგონია, რომ ესაა მათი ძირითადი სამოქმედო ველი, სადაც რუსეთი თავს მტკიცედ იგრძნობს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში(არა მთლიანად, ღმერთმა დაგვიფაროს, ძალიან ბევრი ღირსეული მოღვაწეა), მაგრამ არის ხალხი, რომლებიც აშკარად რუსეთისკენ იყურებიან და მგონია, რომ ამ რამოდენიმე ადამიანის საშუალებით, რუსეთი შეიძლება შეეცადოს, რომ ანტიისლამური, ქსენოფობიური და ნაციონალისტური მიმართულებებით ვითარება დაძაბოს. რუსეთს ბოლომდე არეულობა არ აწყობს იმიტომ, რომ მაშინ დასავლეთი უფრო მეტად გაძლიერდება,ხოლო საზოგადოებაში მუდმივად დაძაბულობა რომ იყოს, ეს მას აწყობს, ტემპერატურის აწევა აწყობს, ჩვენ ამ მიმართულებით ფრთხილად უნდა ვიყოთ,რუსეთი როგორც 90-იან წლებში ეთნიკურ ნაპრალებს ეფექტურად აფართოვებდა,(ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსურ დაპირისპირებას) მგონია, რომ ახლაც შეეცდება, რომ მართლმადიდებლურ-ისლამური, ანტითურქული ანტიაზერბაიჯანული, ანტიირანული ნაპრალები ეფექტურად გააფართოვოს, რომელი მიმართულებებითაც გარკვეული გათვლები და ხედვებიც კი ჰქონდეს."-განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

"იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული“ - აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციაზე

“პროფესიით ფსიქოფიზიოლოგი ვარ და ფიზიოლოგიაში არის ასეთი კანონი „მოტივაციის ოპტიმუმი და მისი ცვალებადობა", რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს როდესაც ძალიან უნდა რამე, აქვს არანორმალური მოტივაცია და არა აქვს საფუძველი, ის ვეღარ აზროვნებს და ამოცანის წარმატებით გადაჭრის ეფექტიც მცირდება. ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას. იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული," - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული“ - აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციაზე”

“როდემდე შეიძლება ამდენი სიცრუის მოსმენა. ჯერ ითხოვდნენ პროპორციულ არჩევნებს, მერე მაჟორტარებზე ატეხეს ერთი ამბავი, არა მე აქ დავდგებიო, ახლა ერთმანეთს ეხვეწებიან, შენ დადექიო. იციან, რომ ვერ მოიგებენ მაჟორიტარულ ოლქებს. მერე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა, სასწორის ერთ მხარეს დადეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამას დაუპირისპირეს ერთი ადამიანის ციხიდან გამოშვება, რომელიც პოლიტპატიმრად შერაცხეს. თანაც თვალში ნაცარს გვაყრიან, რომ ეს ჩვენი გამარჯვებაა და ჩვენი ძალისხმევით მოხდა ამ ცვლილებების მიღებაო. ოპოზიცია რეალობას არის მოწყვეტილი, პროფესიით ფისქოფიზიოლოგი ვარ და ფიზიოლოგიაში არის ასეთი კანონი "მოტივაციის ოპტიმუმი და მის ცვალებადობა", რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანს ძალიან უნდა რამე, აქვს არანორმალური მოტივაცია და არა აქვს საფუძველი, ის ვეღარ აზროვნებს და ამოცანის წარმატებით გადაჭრის ეფექტი მცირდება; ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას. იმდენად ძლიერია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს, იცით, რისი ბრალია, ძალიან ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში, 24 წლის ბიჭს მინისტრად რომ დანიშნავ იმ მოტივით, რომ რევოლუციის დროს პირველი შევიდა პარლამენტში, მისი დაღუპვა არ არის? გახსოვთ ალბათ მიშა სააკაშვილმა კეზერაშვილზე რომ თქვა, ეს ბიჭი უნივერმაღიდან გადაძვრა პარლამენტშიო. იმდენი კარგი მოგონებები აქვთ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, როგორ ატარებდნენ დროს, რომ პირადი კეთილდღეობა უქმნით მოტივაციას, თორემ სამშობლოს სიყვარულით არ ბრუნდებიან ხელისუფლებაში. მიშა სააკაშვილისნაირი კაცი რომ გყავს ლიდერად პოლიტიკურ ძალას, ყველანაირად კომპრომეტირებული საქართველოშიც და ახლა უკრიანაში, ვინ მოგცემს ხმას? ალბათ მალე ზელენსკისაც დაუპირისპირდება. პირველი სიმბოლური ნათქვამი უკვე იყო, "ჩემი კაბინეტი ზელენსკის კაბინეტის თავზეაო". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ახლა არჩევნებსაც თუ გამოუცხადეს ბოიკოტი და რევოლუციისთვის დაიწეს მზადება არ ვიცი. ისე რევოლუცია კი არა მიტინგი ვერ მოუწყვიათ," - განაცხადა "რეზონანასთან" თემურ ნანეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა