გიგა ბოკერია მალინის განცხადებაზე - ქვეყნის რეპუტაცია ისეთია, რომ ხედავენ ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი ივანიშვილის მხრიდან საფრთხეშია

ეს გზავნილები არის ქართველი ხალხის დახმარება და ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში ქართველი საზოგადოების წნეხით ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს ქვეყნისთვის. გონს მოეგოს და ამ საკითხებში გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ვითარებას დაამშვიდებს და ქვეყანას რისკებს შეუმცირებს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკელი კონგრესმენი მარკუენ მალინის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, ქვეყნისთვის კარგია, რომ საქართველოს სტრატეგიულ მეგობრებს მიმდინარე ამბები ფოკუსის ქვეშ აქვთ, თუმცა ასეთ ვითარებამდე საქმე ხელისუფლებამ მიიყვანა.

,,ერთი მხრივ, ქვეყნისთვის კარგია, რომ საქართველოს სტრატეგიულ მეგობრებს მიმდინარე ამბები აქვთ ფოკუსის ქვეშ, ეს ეხმარება ქართველი ხალხის ნებას ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. მეორე მხრივ, გვყავს მთავრობა, რომელმაც ასეთ საკითხამდე მიიყვანა საქმე. ქვეყნის რეპუტაცია ისეთია, რომ ხედავენ ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი ივანიშვილის მხრიდან საფრთხეშია. ეს გზავნილები არის ქართველი ხალხის დახმარება და ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში ქართველი საზოგადოების წნეხით ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს ქვეყნისთვის. გონს მოეგოს და ამ საკითხებში გადადგას ნაბიჯები რომლებიც ვითარებას დაამშვიდებს და ქვეყანას რისკებს შეუმცირებს. შემდეგ შეეგუოს იმ ვერდიქტს, რომელსაც ამომრჩეველი გამოუტანს. ეს არის რაც სურთ საქართველოს მეგობრებს მათი პრაგმატული და ღირებული ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულია კონგრესმენ მარკუენ მალინის სტატია, რომლის სათაურია: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარი უნდა დაუჭიროს“, სადაც კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს. „ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ, ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან”,- აღნიშნულია სტატიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა