სუს-ის ინფორმაციით, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცის შესაძლო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამეგრელოდან, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის დაკავების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმების პროცედურა მიმდინარეობს.

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ამ ეტაპზე ცხელი ხაზის საშუალებით ოფიციალურად არ ადასტურებენ უკანონო დაკავების ფაქტს. მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და ინფორმაცია მოწმდება“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს