საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახები დაათვალიერა

„პრეზიდენტმა რაჩხას ჩანჩქერი დაათვალიერა, რომელიც სოფელ ისუნდერში მდებარეობს, წყალი მთიდან მოედინება და ცხენისწყალში ჩაედინება. სალომე ზურაბიშვილი ასევე ესტუმრა მურის ციხეს, რომელიც კლდოვან ქედზეა აშენებული. ამ ადგილიდან კარგად მოჩანს მდინარე ცხენისწყლის ხეობა და ქვემო სვანეთის სოფლები. სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი დაათვალიერა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ. როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა