გალის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი უარყოფს ინფორმაციას, რომ სოფელ თაგილონში ადამიანთა ცხედრები გადაასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი ომარ ბგანბა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფელ თაგილონში ადამიანთა ცხედრები გადაასვენეს, რომლებიც მდინარე ენგურის გადასვლის დროს დაიღუპნენ. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკ-აფხაზიას“ აცნობა.

„ახლახანს ვესაუბრე ტელეფონით სოფელ თაგილონის თავმჯდომარეს, სადაც, თითქოსდა, ცხედრები მიასვენეს. ის არავითარი ცხედრები არ არის“ , - განაცხადა ბგანბამ.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში ორი ქალი დაიხრჩო, ორი კი უგზოუკვლოდ დაიკარგა, როდესაც მდინარეზე გადასვლას და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ. ამავე ინფორმაციით, მათი ცხედრები სოფელ თაგილონში გადაასვენეს.

ომარ ბგანბას თქმით, მედიის მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული ქალის პიროვნება უკვე დადგენილია, რომელიც ცოცხალია და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება 30 ივნისიდან.

„ასევე დავუკავშირდი აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის სამმართველოს, რომლებმაც მითხრეს, რომ ქალის პიროვნება, რომლის შესახებაც წერდა მედია, დადგენილია. ის შშმ პირია და 30 ივნისს ნება დართეს საქართველოში გადასულიყო სამკურნალოდ. ნაპოვნია მისი ნათესავები, რომლებმაც ის ვიდეოკამერების მეშვეობით ამოიცნეს საზღვარზე და თქვეს, რომ ის ცოცხალია“, - განაცხადა ბგანბამ.

მისივე თქმით, განაგრძობს ვითარებაში გარკვევას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა