ანატოლი ტადტაევი - „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შეძლებს თავისი საზღვრები დაიცვას

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვრებთან მორიგ დაძაბულ ვითარებამდე მიგვიყვანა“ , - სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ტადტაევმა განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის ირგვლივ დაძაბულობის კერების შექმნა - ეს საქართველოს დიდი ხნის სახელმწიფო პოლიტიკაა. ისინი ვერაფრით მშვიდდებიან და უარს არ ამბობენ თავის რევანშისტულ გეგმებზე. ამას მოწმობს ახალი უკანონო პოსტების განთავსება ჩვენ ტერიტორიასთან ახლოს“ , - განაცხადა დე ფაქტო სპიკერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედება მოწმობს სურვილის უქონლობას, უარი თქვას თავის აგრესიულ პოლიტიკაზე „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ.

ტადტაევის თქმით, თუკი „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან დაფიქსირდება რაიმე სახის საწინააღმდეგო ქმედება, ასეთ შემთვევაში, სამხრეთ ოსეთი შეძლებს თავისი საზღვრების დაცვას.

„გარკვეული შეშფოთება ჩვენ საზღვრებთან ქართული პოსტების განთავსების გამო, სამხრეთ ოსურ მხარეს გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამხრეთ ოსეთი უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც თავის საზღვრებს დაიცავს“, - განაცხადა ტადტაევმა.

მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტი აპირებს მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას, სამართლებრივად შეაფასონ საქართველოს ქმედებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა