ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრილ მამაკაცთან დაკავშირებით სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა

ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან შუახნის მამაკაცის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი გაააქტიურა. როგორც "ინტეპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, დამატებითი დეტალების გასარკვევად აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

"შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გავაქტიურეთ და მიმდინარეობს დამატებითი დეტალების გასარკვევად აქტიური კომუნიკაცია," - აღნიშნეს სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი შუახნის მამაკაცი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქე წუხელ შეიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო