ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „საზღვრის პერიმეტრზე“ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ გაძლიერებულ ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთებას გამოხატავს.

„შეიარაღების მარაგების ზრდა, საქართველოს ხელისუფლების აგრესიული მასობრივი რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მისამართით, საზღვრისპირა ტერიტორიებზე მუდმივი პროვოკაციები, უკანონო საპოლიციო პოსტების განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას“, - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

ე.წ. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, დაგმონ „საქართველოს საშიში კურსი მილიტარიზებული ზონების შექმნასთან“ დაკავშირებით.

„საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზე“, ასევე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ყურადღება მიაქციონ ე.წ. საზღვრისპირა ზონებში დაძაბულობის ზრდასა და მნიშვნელოვანი ერთობლივი დებულებების საქართველოს მიერ იგნორირებას, რომლებიც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისადმი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა