გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში

ფონდი გაზელი განაგრძობს ინვესტირებას საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ზრდის პოტენციალით. ახლახან, ფონდმა 2,200,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა სანიორეს მეღვინეობაში - ღვინის მწარმოებელ კომპანიაში, რომელიც ვენახების და მიწის ნაკვეთების სიდიდის მხრივ ერთ-ერთი უმსხვილესია კახეთის რეგიონში.

კომპანიის ვენახები მდებარეობს კახეთის რეგიონში, ნაფარეულის სახელგანთქმულ ზონაში, მდინარეების ალაზნის, ლოპოტასა და სტორის მახლობლად. აღნიშნული ტერიტორია ხასიათდება სპეციფიკური მიკროკლიმატით და ფართოდ ცნობილია ყურძნის ადგილობრივი ჯიშებით, განსაკუთრებით კი, საფერავითა და რქაწითელით. სანიორეს მეღვინეობა ღვინის ექსპორტს ახორციელებს ბრენდით „სანავარდო“-ს სახელით.

გლობალური კრიზისის მიუხედავად, გაზელ ფაინენსი აგრძელებს ინვესტირებას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობებში, რომლებიც პრიორიტეტულია საქართველოს განვითარებისთვის და ხელს უწყობს სავალუტო სტაბილურობის მიღწევას. აღნიშნული ინვესტიცია წვლილს შეიტანს სასოფლო-სამეურნეო და საექსპორტო სექტორის, კერძოდ კი, მეღვინეობის დარგის გაძლიერებაში. ის ასევე ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას, რადგან შექმნის დამატებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ღვინის წარმოების სექტორში.

„სანიორეს მეღვინეობას მნიშვნელოვანი მოცულობით აქვს აუთვისელები ვენახები და წარმოების შესაძლებლობები. მიგვაჩნია, რომ გაზელ ფაინენსთან პარტნიორობა საშუალებას მისცემს კომპანიას გახდეს საქართველოდან ღვინის ერთ – ერთი მსხვილი ექსპორტიორი,” განაცხადა ჯეფრი ლიბერტმა, გაზელ ფაინანსის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ასევე მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოში თაობრივ ცვლილებას, რის შედეგადაც გიორგისა და ნოდარის მსგავსი ახალგაზრდა მეწარმეები გამორჩეული დინამიურობითა და ახლებური ხედვებით ჩაერთვებიან საოჯახო ბიზნესში“.

საქართველოში ღვინის წარმოება ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის ქმნის მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტს და ხელს უწყობს მყარი ვალუტის შემოდინებას. გარდა იმისა, რომ ბოლოს 10 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი საშუალოდ 20%-იანი ზრდით გამოირჩეოდა, მეღვინეობის ტრადიციები და კულტურა მიმზიდველია ტურისტებისთვის, განსაკუთრებით, კახეთის რეგიონში, რომელიც ცნობილია ყურძნის ენდემური ჯიშებითა და მსოფლიო კლასის ღვინის შატოებით.

„მეღვინეობა სანიორეს საკუთრებაშია ვრცელ ფართობზე გაშენებული ვენახები, რომლებიც ნაფარეულის მიკროზონაში მდებარეობს. ზოგი მათგანი ასობით წლით თარიღდება,” - ამბობს მეღვინეობის აღმასრულებელი დირექტორი, ნოდარ ჯინჭველაძე. „გაზელ ფაინანსთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს სწრაფად გავზარდოთ წარმოების მასშტაბი და შევქმნათ მსოფლიო კლასის საექსპორტო პლატფორმა ჩვენი ბრენდისთვის.“

გაზელ ფაინანსი

გაზელ ფაინენსი (www.gazellefinance.com) გაზელ ფაინენსი არის საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს კაპიტალის დაბანდებას მცირე და საშუალო საწარმოებში. დაფინანსების ბაზრებზე არსებულ ბარიერებს და სიცარიელეს კომპანია პასუხობს სხვადასხვა ფინანსური პროდუქტით, რომელსაც სთავაზობს საგულდაგულოდ შერჩეულ პასუხისმგებლიან მეწარმეებს. ადგილობრივი ბიზნესების ზრდაზე ფიკუსირებით, გაზელ ფაინანსი ხელს უწყობს შიდა ბაზრისა და ეკონომიკის განვითარებას.

შპს სანიორეს მეღვინეობა

სანიორეს მეღვინეობა 2020 წელს დაარსდა (https://sanavardoestate.ge/). ამ ეტაპზე კომპანიის მიერ გაშენებული ვენახების საერთო ფართობი შეადგენს 65 ჰექტარს, რომელთა შორის შემდეგი ჯიშების ვაზია: საფერავი, რქაწითელი, შირაზი და კაბერნე. სანიორეს მეღვინეობა ღვინის წარმოებას მინანქრის/ფოლადის ჭურჭელში ახდენს. ვენახები ნაფარეულის მიკროზონაში მდებარეობს. კომპანია ღვინის რეალიზაციას ახორციელებს ბრენდით „სანავარდო“.

საკონტაქტო ინფორმაცია

გაზელ ფაინანსი

ტელ: +995 322904304

ელ. ფოსტა: nsebiskveradze@gazellefinance.com

შპს სანიორეს მეღვინეობა

ნაფარეული, სოფელი სანიორე

ტელ: (+ 995) 595494641

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა