კახეთის გუბერნატორი - „რედისონში“ ხანძრის პირველი წყარო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა იყო

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, წინანდალში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ ხანძრის პირველი წყარო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა იყო.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს და ხანძარი უახლოეს წუთებში მთლიანად ლოკალიზებული იქნება.

"00:10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება 112-ში ხანძართან დაკავშირებით. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო მანქანა, რომელიც ინტენსიური ცეცხლის ქრობის რეჟიმშია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მთლიანად ლოკალიზებული იქნება ხანძარი და მეხანძრეები დაიწყებენ მუშაობას ცალკეული კერების ლიკვიდაციაზე. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 4 ერთეული ფართი, პირველადი მონაცემებით, ხანძრის პირველი წყარო იყო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა. ეს თავისთავად არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ კარგია, რომ არცერთი დამსვენებელი და პერსონალი არ არის დაშავებული. ცეცხლის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" გაჩენილი ხანძრის პირველწყარო ორთქლის აბანო იყო

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა