შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დაიწყო.

"კაწრო" საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ, ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, "ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე დაბარებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე".

ბილანიშვილის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი ექსკლუზიურად, ცოტა ხნის წინ გახდა.

ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა