სალომე სამადაშვილი - იმის ნაცვლად, უწყებები მუშაობდნენ, როგორმე თავიდან ააცილონ ჩვენს ქვეყანას სანქცია, ვისმენთ სრულიად ურცხვ და არაკომპეტენტურ შეფასებებს

მესმის, რომ დავით ზალკალიანს საგარეო პოლიტიკა არ ესმის, იმიტომ, რომ ისიც ვერ გაურკვევია საკუთარი ქვეყანა რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იკავებს, მაგრამ, იმედია, ინტერნეტის გამოყენება შეუძლია და შეუძლია მოიპოვოს ის ერთადერთი ტექსტი, რომელიც განიხილება კონგრესში და რომელსაც დღეს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი უყრის კენჭს,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებას, რომ ტყუილია, თითქოს საქართველოს შესაძლოა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი 132 მილიონ დოლარამდე თანხიდან, ნაწილის ათვისება შეეზღუდოს.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მუშაობდეს, რათა ქვეყანას სანქცია აარიდოს, არაკომპეტენტური შეფასებები კეთდება.

„ცხადი ხდება, რომ ივანიშვილი მზად არის ჩვენი ქვეყანა ჩამოაშოროს დასავლურ მომავალს და ამავე დროს ქართველი ხალხი, რომელიც უკვე უკიდურესად გააღატაკა გასული 8 წლის განმავლობაში და წაართვა ჩვენს ქვეყანას მომავალი მისმა კორუმპირებულმა რეჟიმმა, მზად არის, ქართველ ხალხს დაუკარგოს მთავარი იმედი, რაც დღეს გვჭირდება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, რომელშიც ქვეყანა არის შესული და ეს არის ჩვენი მეგობრების დახმარება. დღეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ურცხვი ტყუილი “ქართული ოცნების” და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან.

იმის ნაცვლად, რომ დღეს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა უწყებები მუშაობდნენ, რომ როგორმე თავიდან ააცილონ ჩვენს ქვეყანას ეს ფინანსური სანქცია, ამის ნაცვლად ჩვენ ვისმენთ სრულიად ურცხვ და არაკომპეტენტურ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ვაშინგტონში”,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, გასაკვირია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნისთვის სანქციის შესაძლო დაწესების თაობაზე მედიიდან გაიგო.

„ამ ტექსტში საუბარია სანქციაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში პირველად, შესაძლოა, დაუწესდეს ჩვენს ქვეყანას. ჩემთვის გასაოცარია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ სანქციის შესახებ შეიტყო ტელევიზიიდან მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გააჟღერა ამ პრობლემის შინაარსი”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: “ეს არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი. კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს. კარგად წაიკითხეთ. იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და არის რეპორტში ის დებულებები, რაზეც არის საუბარი. ამიტომ, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რაც სხვადასხვა მედიაში გავრცელდა”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა