პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი პირვანდელი სახით აღდგება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი პირვანდელი სახით აღდგება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენმა ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც საზოგადოებაში გავრცელდა აზრი შპილის თანამედროვე სტილში აშენების შესახებ.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენა საბოლოოდ 2024 წლისთვის დასრულდება, მაშინ როდესაც პარიზი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის ნაწილი, რომელიც მე-13 საუკუნეში ააგეს, გასული წლის აპრილში ხანძრის დროს განადგურდა.

იხილეთ ვიდეო:პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი პირვანდელი სახით აღდგება

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს