ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გახსნას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთი მოქალაქეების დასაბრუნებლად, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გახსნას აპირებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო თავად დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

„აფხაზეთი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დერეფანს საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეებისა და რესპუბლიკის მცხოვრებლების უკან დასაბრუნებლად 13-დან 15 ივლისამდე და 16-დან 17 ივლისამდე პერიოდში“, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული ყველა პირი სამედიცინო-სანიტარულ კონტროლს გაივლის.

მანამდე, ე.წ. საზღვარი ბოლოს, ივნისის ბოლოს გაიხსნა, რა დროსაც, ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო სამსახურის ინფორმაციით, 800-მდე ადამიანი დაბრუნდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს