რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მამაკაცის დაჭრის შესახებ, ამის თაობაზე ინფორმაცია ზუსტდება.

იხილეთ ვიდეო: რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა