ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს მოქალაქის დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ე.წ. საზღვარი დაარღვია და „ლენინგორის რაიონში მესაზღვრეებს ესროლა.“

”11 ივლისს, დაახლოებით 9:30 საათზე, საქართველოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო-ჭალაში მცხოვრები ზაზა კახელაძე დაბადებული 1987 წელს, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ლენინგორის რაიონის სოფელ ახმაძის მახლობლად, შევიდა. როდესაც სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის თანამშრომლები გამოჩნდნენ, საზღვრის დამრღვევმა მათ მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა. ზ.მ. კახელაძე საპასუხო სროლის შედეგად ფეხში დაიჭრა, რის შემდეგაც ის დააკავეს ", - ნათქვამია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ამ დროისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. ინციდენტზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა