ლია გიგაური - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ტყვეობისგან მამაკაცი და მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას , -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ მამაკაცის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენი ინფორმაციით სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამჟამად როგორც ჩვენთვის ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის იმყოფება ახალგორის საავადმყოფოში.

შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ინციდენტი, დროულად გადმოვიყვანოთ და გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და რაც მთავარია მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას“,- განაცხადა გიგაურმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები პირი. სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა