არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამაკაცი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დაჭრეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს

კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მისიის მონიტორები გამყოფ ხაზთან, სხვილოს ციხის სიახლოვეს, იმ ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც ზაზა გახელაძის დაკავება მოხდა და ასევე დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სტეფანე მესროფაშვილის ინფორმაციით, დაკავებული გახელაძე, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს.

,,სოფელში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მონიტორები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზეც - სხვილოს ციხის სიახლოვეს, სადაც ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ევროკავშირის მისიის წევრები დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ, ასევე, ოჯახს დაუკავშირდნენ ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც“, - აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.

33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

იხილეთ ვიდეო:საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ინფორმაციის მიღებას წითელი ჯვრის მეშვეობით შეეცდება

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს