მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 9-დან 5 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ქვეყანაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. 3-ვეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთანაც არც შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 ახალი ინფიცირებულიდან ყველა იმპორტირებულია

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში