ანატოლი ბიბილოვი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად განიხილავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზებულია, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს ნაწილად განიხილავს, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"რატომ არ ვურთიერთობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან? რადგანაც მისი ყველა ქმედება მკაცრად არის პოლიტიზებული. მათ არ სურთ, გააცნობიერონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ. ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომა“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობისა და „სამშვიდობოების“ მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგონ.

ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. „სამშვიდობოების“ დღეს აღნიშნავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა